“ტურიზმის განვითარება არაჩვეულებრივად მიესადაგება ქართულ კულტურას, ტრადიციებს” – ირაკლი კობახიძე

87
spot_img

ტურიზმის განვითარება არაჩვეულებრივად მიესადაგება ქართულ კულტურას, ქართულ ტრადიციებს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ სტუმარ-მასპინძლობა ჩვენი, ქართველების კულტურისა და იდენტობის განუყოფელი ნაწილია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს ტურიზმისა და ავიაციის 2023 წლის შემაჯამებელი ანგარიშის და 2024 წლის გეგმების პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მოხარული ვარ, რომ მოგმართავთ ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე. ეს არის ტურიზმი და ავიაცია. ყველას კარგვად მოგეხსნებათ, ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვს ჩვენი ეკონომიკის განვითარებაში. ეკონომიკურთან ერთად, ტურიზმს უდიდესი პოლიტიკური დატვირთვაც ენიჭება. ტურიზმი ხელს უწყობს ხალხებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას, რაც არის მნიშვნელოვანი ფაქტორი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისითაც. აღსანიშნავია ისიც, რომ ტურიზმის განვითარება არაჩვეულებრივად მიესადაგება ქართულ კულტურას, ქართულ ტრადიციებს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ სტუმარ-მასპინძლობა ჩვენი, ქართველების კულტურისა და იდენტობის განუყოფელი ნაწილია. სტუმრის ღირსეული დახვედრა და გამასპინძლება ჩვენთვის ყოველთვის განსაკუთრებული სიამაყის საგანი იყო“, – აღნიშნა პრემიერმა.