სუროგატი დედის მშობიარობასა და საკეისრო კვეთის ხარჯებს სახელმწიფო აღარ აანაზღაურებს

26
spot_img

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფოს მიერ, სუროგატი დედის მშობიარობისა და საკეისრო კვეთის დაფინანსების შეწყვეტის საკითხზე დადგენილება გამოსცა.

დადგენილების მიხედვითაც, სუროგატი დედის მშობიარობის და საკეისრო კვეთის ხარჯებს სახელმწიფო აღარ დააფინანსებს.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შესაბამისი დადგენილება „საკანონმდებლო მაცნეზეა“ გამოქვეყნებული.

„პროგრამის ფარგლებში არ ანაზღაურდება სუროგატული დედის მშობიარობა/საკეისრო კვეთის ხარჯები,“- წერია დადგენილებაში.

დადგენილება ძალაში 1-ელი მარტიდანაა.