“წლის დასაწყისიდან დღემდე ტერაქტის 3 მცდელობა აღვკვეთეთ” – საფრანგეთის შს მინისტრი

15
spot_img

მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე, ტერაქტის სამი მცდელობა აღვკვეთეთ, – ამის შესახებ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჟერალდ დარმანენმა განაცხადა.

„ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩვენ სამ ცალკეულ საქმესთან დაკავშირებით ხუთი ადამიანი დავაკავეთ და პროკურორი გადაწყვეტს, იყვნენ თუ არა ისინი ტერორისტები, კერძოდ, 13, 14 და 15 წლის ახალგაზრდები“, – განაცხადა ჟერალდ დარმანენმა.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ 5 მარტს მამაკაცი დააკავეს, რომელიც პარიზში ეკლესიაზე თავდასხმას გეგმავდა.

„თავდასხმა შეიძლება ყოველთვის მოხდეს, მაგრამ საფრანგეთს უზარმაზარი რესურსები აქვს“, – აღნიშნა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა.