წითელი ჯვრისა და კატარის საგარეო უწყების ინფორმაციით, დღეს „ჰამასის” ტყვეობიდან ჯამში 24 ადამიანი გათავისუფლდა

74
spot_img

წითელი ჯვრისა და კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის ინფორმაციით, დღეს “ჰამასის” ტყვეობიდან ჯამში 24 ადამიანი გათავისუფლდა.

ამასთან, კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროში აკონკრეტებენ, რომ გათავისუფლებულთა შორის 13 ისრაელის მოქალაქეა, 10 ტაილანდელი და ერთი ფილიპინების მოქალაქე.

ცნობისთვის, ამ დრომდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ “ჰამასის” ტყვეობიდან 12 ტაილანდელი გათავისუფლდა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ გათავისუფლებული 13 ისრაელელი მძევალი უკვე ისრაელის ტერიტორიაზე იმყოფება.

BBC- ის ინფორმაციით, მათ უკვე გაიარეს პირველადი სამედიცინო შემოწმება და ამის შემდეგ მათ საავადმყოფოებში გადაიყვანენ, სადაც საკუთარი ოჯახის წევრებს შეხვდებიან. „ისრაელის თავდაცვის ძალები უსაფრთხოების სამსახურებთან ერთად გააგრძელებს ოპერაციას, ვიდრე ყველა მძევალი საკუთარ სახლს არ დაუბრუნდება“,- ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.