ყარაბაღის მოსახლეობა ჯერ ისევ თავშესაფრებშია

284
spot_img

ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილების მიუხედავად, ყარაბაღის მოსახლეობა ჯერ ისევ თავშესაფრებშია.

ყარაბაღში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან პირველ მოლაპარაკებებს ზოგიერთ საკითხებზე კონკრეტული შედეგი არ მოჰყოლია, თუმცა ამ ფონზე ბაქო ამტკიცებს, რომ რომ ყარაბაღში შეიარაღებული ფორმირებები პოზიციების დატოვებას განაგრძობენ. გარდა ამისა, ყარაბაღში დისლოცირებული რუსი სამხედროები იუწყებიან, რომ ეგრეთ წოდებული თავდაცვის არმიის ქვედანაყოფებმა შეიარაღების ჩაბარება დაიწყეს.

აზერბაიჯანის ყველა დაპირების მიუხედავად, ადგილობრივი სომხები შიშობენ, რომ მათი მომავალი საფრთხეშია და სახლების დატოვება მოუწევთ. ამ ფონზე კი გარანტიებთან ერთად, ბაქო ინტეგრაციის გეგმაზე საუბრობს.