„კიდევ ერთხელ ვთხოვ უკრაინელებს დატოვონ ყირიმი,”- ირინა ვერეშჩუკი

404
spot_img

უკრაინის ვიცე პრემიერ-მინისტრი ირინა ვერეშჩუკი უკრაინელებს სთხოვს, თუკი შესაძლებელია, ოკუპირებული ყირიმი დატოვონ და დეოკუპაციას დაელოდონ.

„კიდევ ერთხელ ვთხოვ უკრაინელებს დატოვონ ყირიმი, თუ ეს შესაძლებელია.

დაელოდეთ ნახევარკუნძულის დეოკუპაციას კონტროლირებად ტერიტორიაზე, ან მესამე ქვეყნებში“, – დაწერა  ვერეშჩუკმა Telegram-ზე.

აგვისტოს შუა რიცხვებში ვერეშჩუკმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთთან ომი დიდხანს გაგრძელდებოდა და ივარაუდა, რომ ამ წლის ბოლომდე, ან მომავალ გაზაფხულამდე არ დასრულდება.

ცნობისთვის, ბოლო დროს ოკუპირებულ ყირიმში თავდასხმები გახშირდა. 22 სექტემბერს ცნობილი გახდა ყირიმის საპორტო ქალაქ სევასტოპოლში, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინაზე უკრაინის სარაკეტო თავდასხმის შესახებ, რა დროსაც სულ მცირე 9 ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა, მათ შორის რუსი გენერლებიც არიან.