წარმომადგენელთა პალატამ რუსული გაყინული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ კონფისკაციასაც დაუჭირა მხარი. კანონ პროექტს ხმა 360-მა კონგრესმენმა მისცა 58-ის წინააღმდეგ.
კონგრესის ამ გადაწყვეტილებით შეერთებული შტატების პრეზიდენტს უფლებამოსილება ეძლევა, გამოიყენოს რუსეთის სუვერენული აქტივების კონფისკაციის პროცედურა შესაბამისი სახსრების შემდგომი გადაცემით სპეციალურ ფონდებში, რომელიც უკრაინის მხარდაჭერას მოხმარდება.