ისრაელში ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით მრავალათასიანი საპროტესტო აქცია გაიმართა

18
spot_img

ისრაელში ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით მრავალათასიანი საპროტესტო აქცია გაიმართა.

„როიტერის“ ინფორმაციით, მოქალაქეები პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომას და 133 მძევალის გათავისუფლებას მოითხოვენ, რომლებიც 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ „ჰამასის“ ტყვეობაში არიან.

საპროტესტო აქციები გაიმართა როგორც თელ ავივში, ასევე იერუსალიმში, ნეთანიაჰუს საცხოვრებელ სახლთან.