ისრაელმა ლიბანში „ჰეზბოლას“ ობიექტებზე ავიაიერიშები განახორციელა

16
spot_img

ისრაელის გამანადგურებელმა თვითმფრინავებმა გუშინ ღამით, ლიბანის სამხრეთ ნაწილში, სამ რაიონში დაჯგუფება „ჰეზბოლას“ რამდენიმე ობიექტს დაარტყა, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალები იუწყება.

თავდაცვის ძალების ცნობით, ერთ-ერთი თავდასხმის სამიზნე ტაირ ჰარფაში, ტერორისტული ჯგუფის ერთ-ერთ ობიექტზე, „ჰეზბოლას“ წევრი იყო.

ცალკეული დარტყმები განხორციელდა „ჰეზბოლას“ სადამკვირვებლო პუნქტზე ოდაისეში და შენობებზე ხიამში.