წარმატებას ვუსურვებ ჩემს კოლეგებს, ერთი რამ შემიძლია ვთქვა, იგებს არა ნომერი, არამედ საქმე და ვისაც ამის სურვილი ექნება თანამშრომლობის ან კონკურენციის, სიამოვნებით, ყველასთან მზად ვარ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ყველასთან ითანამშრომლებს, ვისაც ამის სურვილი ექნება,
„მე არ ვილაპარაკებ ოპოზიციის რესურსზე, ახლა მთავარი საკითხი არის, რომ მივიდეთ ცვლილებებამდე. ხალხის დაკვეთა არის ცვლილება. დიახ, მელიაც ცვლილებების პროცესში შეასრულებს თავის როლს. ყველასთან ვითანამშრომლებთ, ვისაც ამის სურვილი ექნება“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
ნიკა მელიამ პარტიის შექმნამდე დააანონსა საარჩევნო ნომერი, რომელიც ნიკა მაჭუტაძის პარტიას ეკუთვნის.