ტრამპი მანჰეტენის სასამართლოში მეორედ მივიდა

270
spot_img

თაღლითობის საქმის განხილვისთვის დონალდ ტრამპი ნიუ იორკში, მანჰეტენის სასამართლოში მეორედ მივიდა.

სასამართლოში შესვლამდე დონალდ ტრამპმა საქმის მოსამართლე და პროკურორი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ლეტიცია ჯეიმსი „უხეშად არაკომპეტენტურია“, რომელმაც ყალბი საქმე მოიგონა. „ის თაღლითია“, – აცხადებს ტრამპი.

ამასთან, გამოკითხვაზე იმყოფება დონალდ ბენდერი, ტრამპის ყოფილი ბუღალტერი. როგორც „როიტერი“ წერს, ბენდერი ცდილობს საკუთარი უდანაშაულობის ჩვენებას და წარმოაჩენს, თითქოს ტრამპმა და მისმა კომპანიამ მოატყუეს საკუთარი ბუღალტერებიც კი.

ნიუ იორკის გენერალური პროკურორი ითხოვს 250 მილიონი დოლარის ჯარიმას და ტრამპის მშობლიურ შტატში ბიზნესის კეთების აკრძალვას. მოსამართლემ გასულ კვირას განაცხადა, რომ თავისი სიმდიდრის არაერთგზის არასწორად წარმოდგენით ტრამპმა თაღლითობა ჩაიდინა.