ტრამპი დაბომბავდა მოსკოვს, რუსეთი უკრაინაში მისი პრეზიდენტობის დროს რომ შეჭრილიყო -The Washington Post

114
spot_img

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ის „დაბომბავდა მოსკოვს“, თუ რუსეთი უკრაინაში მისი პრეზიდენტობის დროს შეიჭრებოდა. ამის შესახებ მან საარჩევნო კამპანიის დროს ერთ-ერთ ღონისძიებაზე განაცხადა, წერს The Washington Post.

გამოცემის ანონიმურმა თანამოსაუბრეებმა აღნიშნეს, რომ ტრამპმა თქვა, რომ   შეერთებული შტატების პრეზიდენტი რომ ყოფილყო „დაბომბავდა მოსკოვსა და პეკინს, თუ რუსეთის ფედერაცია შეიჭრებოდა უკრაინაში ან ჩინეთი თავს დაესხმებოდა ტაივანს“. ტრამპის ამ სიტყვებმა მისი წინასაარჩევნო კამპანიის ზოგიერთი დონორი ძლიერ გააკვირვა.

ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ ზოგადად, წინასაარჩევნო ღონისძიებების დროს ტრამპი საუბრობს საგარეო პოლიტიკაზე და იმ თემებზე, რომლებსაც მიტინგებზე განიხილავს, კერძოდ, ინფლაციასა და იმიგრაციაზე.

ტრამპის პრესსპიკერის კაროლინა ლევიტის თქმით, იმ დროს როდესაც ჯო ბაიდენის მომხრეები თავს იკავებენ ბაიდენის ჩაშლილი კამპანიის მხარდაჭერისგან, დონორები ამერიკის სხვადასხვა კუთხიდან აკეთებენ მაქსიმუმს ტრამპის გასამარჯვებლად, რადგან ლევიტის თქმით, ბაიდენის საშინელი პოლიტიკის კიდევ ოთხი წლით ატანა მათ აღარ შეუძლიათ. ამიტომ ტრამპის აღნიშნული განცხადება მათთვის გამაოგნებელი აღმოჩნდა.