საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უცხოური გავლენების შემცირება – არ გვაქვს უფლება, არგუმენტს: „იმიტომ“ გადავაყოლოთ ქვეყნის ბედი – კახა კალაძე

18
spot_img

საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უცხოური გავლენების შემცირება. არ გვაქვს უფლება, არგუმენტს: „იმიტომ“ გადავაყოლოთ ქვეყნის ბედი,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, საქართველოს ტერიტორიების გარკვეული ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ამას კი ემატება მთავარ ოპოზიციურ ძალად შერაცხული პარტია და პოლიტიკოსები, რომელთა გაუაზრებელი და დამღუპველი პოლიტიკის შედეგად ტერიტორიები დავკარგეთ.

„ის, რაც ნებადართულია საფრანგეთისთვის, სადაც სულ ახლახან მიიღეს ანალოგიური კანონი, აკრძალული აღმოჩნდა ჩვენთვის. მინდა ყველას შევახსენო, რომ საქართველოს ტერიტორიების გარკვეული ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ამას ემატება მთავარ ოპოზიციურ ძალად შერაცხული პარტია, პოლიტიკოსები რომელთა გაუაზრებელი და დამღუპველი პოლიტიკის შედეგად დავკარგეთ ტერიტორიები, მივიღეთ ადამიანების უფლებების არნახული ხელყოფა, დარეკეტებული ბიზნესი და დახურული მედიასაშუალებები, თუმცა, მაშინ ის ადამიანები, ვინც აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას, ამ ყველაფერს დემოკრატიის შუქურად მოიხსენიებდა. ეს არის სამწუხარო რეალობა. მათი ამოცანა დღესაც ძალაუფლების ხელში ჩაგდება და გარედან დამკვეთების დავალებების შესრულებაა. ამ გამოწვევების ფონზე, საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უცხოური გავლენების შემცირება, რათა შევინარჩუნოთ მშვიდობა და გაგრძელდეს ქვეყნის სტაბილური განვითარება. არ გვაქვს უფლება, არგუმენტს: „იმიტომ“ გადავაყოლოთ ქვეყნის ბედი. საქართველოს ინტერესების დაცვა, მისი ევროპული მომავლის დაცვა, დამოუკიდებლობის განმტკიცება და ქვეყნის გამთლიანებისკენ სწრაფვა არის ჩვენი ვალდებულება და პასუხისმგებლობა, რის გამოც „ქართულ ოცნებას“ მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა აქვს“,- აღნიშნა კალაძემ.