თუ რამეა რუსული ყაიდის ქართულ პოლიტიკაში, სწორედ ესაა -ნიკა მელია ლევან ხაბეიშვილის გადადგომაზე

43
spot_img

პოლიტიკური კორუფცია, პოლიტიკის ბიზნესად ქცევა, პოლიტიკურ პარტიაში, როგორც შპს-ში, მენეჯერების დანიშვნა და მერე გადანიშვნა – თუ რამეა რუსული ყაიდის ქართულ პოლიტიკაში, სწორედ ესაა, – ამის შესახებ პარტია „ახლის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

მელია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობიდან ლევან ხაბეიშვილის გადადგომას ეხმაურება.

მელიას თქმით, არაფორმალურ მართვას ვერ დაამარცხებ არაფორმალური მართვის სტილით.

„რუსულს რეჟიმს ვერ დაამარცხებ რუსული მეთოდებით. ოლიგარქს ვერ დაამარცხებ ფულით. არაფორმალურ მართვას ვერ დაამარცხებ არაფორმალური მართვის სტილით“, – წერს მელია.