“თუ კონგრესი არ იმოქმედებს, აშშ-ს უკრაინის დახმარებისთვის საჭირო რესურსები წლის ბოლოსთვის ამოეწურება” – თეთრი სახლი

38
spot_img

თუ კონგრესი არ იმოქმედებს, აშშ-ს უკრაინის დახმარებისთვის საჭირო სახსრები წლის ბოლოსთვის ამოეწურება, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ნათქვამია წერილში, რომელიც თეთრი სახლის მართვისა და ბიუჯეტის ოფისის დირექტორმა, შალანდა იანგმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, მაიკ ჯონსონსა და კონგრესის სხვლა ლიდერებს გაუგზავნა.

„მინდა მკაფიოდ ვიყო: კონგრესის ქმედებების გარეშე, წლის ბოლომდე ჩვენ ამოგვეწურება რესურსები უკრაინისთვის მეტი იარაღისა და აღჭურვილობის შესაძენად და შეერთებული შტატების სამხედრო მარაგებიდან აღჭურვილობის უზრუნველსაყოფად. არ არსებობს დაფინანსების ჯადოსნური ქოთანი. არ გვაქვს ფული – და თითქმის აღარ გვაქვს დრო“, – აღნიშნულია წერილში.

შეგახსენებთ, ოქტომბერში ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ კონგრესს მიმართა თხოვნით, უკრაინის, ისრაელისა და აშშ-ის საზღვრის უსაფრთხოების გეგმების დასაფინანსებლად 106 მილიარდი დოლარის გამოყოფასთან დაკავშირებით.