“ნეთანიაჰუს, როგორც ღაზას ჯალათს, აუცილებლად გაასამართლებენ” – ერდოღანი

38
spot_img

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ომის დანაშაულისთვის უნდა გასამართლდეს.

„ნეთანიაჰუ, ღაზას ჯალათი, არა მხოლოდ ომის დამნაშავეა, არამედ მას, როგორც ღაზას ჯალათს აუცილებლად გაასამართლებენ, ისევე, როგორც მილოშევიჩი გაასამართლეს“, – განაცხადა ერდოღანმა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაერო გააკრიტიკა და უშიშროების საბჭოს წევრი სახელმწიფოები ძალადობის შეწყვეტის მცდელობების დაბლოკვაში დაადანაშაულა.

„ერთი მხრივ, არის 121 ქვეყანა, რომელიც ამბობს „შეაჩერეთ ომი“ და „არა სისხლისღვრას“, ხოლო მეორე მხრივ, არის სამი ან ხუთი სახელმწიფო, რომელიც ისრაელის თავდასხმას კარტ ბლანშს აძლევს“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.