“თუ დადასტურდება, რომ საქართველო სანქციების გვერდის ავლაში​ მონაწილეობს, ეს იქნება ძალიან მძიმე”-პაატა მანჯგალაძე

92
spot_img

თუ დადასტურდება, რომ საქართველო სანქციების გვერდის ავლაში​ მონაწილეობს, ეს იქნება ძალიან მძიმე, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

„რუსეთის საბაჟო სამსახურმა დივერსიული განცხადება გაავრცელა, რომ საქართველოს მხრიდან რუსეთმა სანქციები გაარღვია. სამწუხაროდ, ამ ინფორმაციის უარყოფა ქართული მხარის მხრიდან არ მომხდარა. თუ დადასტურდება, რომ საქართველო სანქციების გვერდის ავლაში​ მონაწილეობს, ეს იქნება ძალიან მძიმე.

აშშ-ის განცხადებაა, რომ ვინც სანქციების გვერდის ავლაში მონაწილეობს, თავად მოხვდებიან სანქციებში. არ მინდა, რომ საქართველოს სანქციები დაუწესდეს, მაგრამ თუ ვინმე ეხმარება პუტინის სამხედრო მანქანას ომის გაგრძელებაში, აუცილებლად უნდა დასანქცირდეს.

ჩვენი საბაჟო სამსახურის განცხადება რომ მენახა, რუსეთის საბაჟო სამსახური იტყუება და ეს დივერსიაა, ასეთ განცხადებას არ გავაკეთებდი. ვინაიდან, დუმილია, ამიტომ პრევენციისთვის ვამბობ ამ ყველაფერს“,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.