რა არის დიფუზიური ომის რეალური ბუნება

115
spot_img

“ჯორჯიან თაიმსის” ბლოგი

ავტორი: დავით ზარდიაშვილი

რა არის დიფუზიური ომის რეალური ბუნება, “სტრატეგია და ტაქტიკა” აი, აქედანაც ჩანს: ამას წინათ, როცა ევროკავშირი უკვე იღებდა მე-11 ანტი-რუსულ სასანქციო პაკეტს, მედიაში გამოვიდა რუსეთის ფედერალური საბაჟოს უფროსი, ვინმე რუსლან დავიდოვი და ასეთი რამ თქვა (ციტატაა): “«на Верхнем Ларсе сейчас осуществляется прорыв экономической блокады, которую России устроили страны Европы.» ამის მტკიცებულებად მან მოიყვანა სტატისტიკა, რომ ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე რუსეთის საბაჟო წელიწადში დაახლოებით 15 მილიონ ტონა ტვირთს ამუშავებს, ხოლო მისი გამტარუნარიანობა წელიწადში 20%-ით იზრდება.

ეს განცხადება დაემთხვა მე-11 სასანქციო პაკეტის თანმდევ ევროკავშირის იმ განაცხადს, რომ აუცილებლობის შემთხვევაში სანქციები ასევე შემოღებული იქნება იმ “მესამე ქვეყნების”მიმართაც, რომლებიც რუსეთს სანქციების არ უწესებენ და ამით, ხელს უწყობენ თავიდან აიცილოს ეკონომიკური ბლოკადა;

როგორც ვხედავთ, დანილოვმა პირდაპირ “ჩაგვიშვა” და “ნაკოლი მისცა “გლობალური ომის პარტიას” (ასევე, მის აქაურ დამქაშებს, მათ ფილიალს, ე.ი. ქართველ ფულიალისტებს, რომლებიც თავის თავს პრო-დასავლელებს” უწოდებენ) – აგერ, ესეც თქვენი “მესამე ქვეყანა”, რომლის მეშვეობითაც თქვენი ეკონომიკური ბლოკადა გავარღვიეთო!

კლასიკური, თუნდაც “ჰიბრიდული” ომის ლოგიკით, ასეთი ნაბიჯი აბსოლუტურად გაუგებარია: რაში აწყობს რუსეთს საქართველოს “ჩაშვება”, მისი დასანქცირებისათვის “ნაკოლოს მიცემა”, რასაც შესაძლოა ზემო-ლარსის ბლოკირებაც კი მოჰყვეს და რუსეთის იზოლაცია კიდევ უარესად ხისტი გახდეს?

მაგრამ: საქართველოს “ჩაშვება” და მისი სატრანზიტო ფუნქციისათვის ხელის შეშლა ორივე, ერთი-მეორესთან ვითომ მეომარი მხარის, როგორც “გლობალური ომის პარტიის”, ასევე რუსული იმპერიალიზმისაც, უშუალო ინტერესებშია. “გლობალური ომის პარტიას არ აწყობს შუა დერეფნის, რიტაც ჩინეთი ევროპისკენ მიიწევს, სრულფასოვანი ამუშავება, ხოლო რუსეთს – მისი მონაწილეობის გარეშე არანაირი დერეფნის გაგონებაც არ სურს. აი, ესაა დიფუზია, როცა მტრები გარკვეულ საკითხებში და მესამე ქვეყნების მიმართ სიტუაციური მოკავშირეები უყოყმანოდ ხდებიან ხოლმე. დიფუზიურ ომში კი ასეთი საკითხები – უმრავლესობაა. ასეთი ომი ზოგჯერ აშკარა პარტნიორობას ნიშნავს და ზოგჯერაც პირიქით, პარტნიორობით შენიღბულ – აშკარა მტრობას.

კი მაგრამ, ლარსის ჩაკეტვა ხომ რუსეთს მართლაც დააზარალებსო – იკითხავთ. დიახ, დააზარალებს, მაგრამ არც იმდენად! აქ მნიშვნელოვანია შევნიშნოთ, რომ 15 მლნ ტონა ტვირთი, რაც ლარსიდან შედის რუსეთში, რასაკვირველია, რუსეთისათვის ზღვაში წვეთია და ის რუსეთის ეკონომიკური ბლოკადის გარღვევაში სტრატეგიულად არსებით როლს, როგორსაც ცდილობს, რომ დანილოვმა მედიით აჩვენოს, ცხადია, არ ასრულებს. სამაგიეროდ, ეს მიმართულება ეკონომიკურად ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოსათვის. უხეშად რომ ვიანგარიშოთ: 15 მლნ. ტონა ტვირთის ტრანზიტი საქართველოს ბიუჯეტში არა ნაკლებ 300 მლნ ლარის პირდაპირი შემოსავალია, არაფერს ვამბობ სატრანზიტო ფუნქციის განხორციელებისას თანმდევ ეკონომიკურ სარგებელსა და ეფექტზე: იმ ტრანსპორტს, რომელსაც ტვირთი გადააქვს, სჭირდება საწვავი, მძღოლებს კვება, ღამისთევა და სხვა აუცილებელი მომსახურეობანი. ეს დაახლოებით 1 მილიონი “ფურაა” და მისი ტრანზიტი საქართველოს გავლით – საკმაო შემოსავალია ჩვენი პატარა ეკონომიკისათვის. ლარსის ცაკეტვა, რასაც აგერ, ნებისმიერი საბაბით, იგივე :პრიგოჟინშჩინას” მოშველიებითაც, მოითხოვენ “გლობალური ომის პარტია” და მისი ქართველი ფილიალ-ფულიალისტები, არა მხოლოდ ეკონომიკურად გვაზარალებს, არამედ ძირს უთხრის “შუა დერეფნის” პერსპექტივას და რეპუტაციულად დამანგრეველია.

…ამიტომ: რუსეთს და გლობალური ომის პარტია რა? სწორედ ის, რასაც მათი დამქაშნი ბადრი პატარკაციშვილს პირდებოდნენ…ოღონდ აწ უკვე “დიფუზიურადაც” და არა მხოლოდ ჰიბრიდულად.