,,თქვენი ერთგულება და სიმტკიცე დაგეხმარებათ დარჩენილი ნაბიჯების შესრულებაში”- ოლივერ ვარჰეი

83
spot_img

ამოცანების სია ნათელია, თქვენი ერთგულება და სიმტკიცე დაგეხმარებათ დარჩენილი ნაბიჯების შესრულებაში. ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

“მინისტრ დარჩიაშვილთან გაფართოების შესახებ პირველი ანგარიში და ევროკავშირისკენ გზაზე საქართველოს ნაბიჯები განვიხილეთ.

ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს. ამოცანების სია ნათელია.

თქვენი ერთგულება და სიმტკიცე დაგეხმარებათ დარჩენილი ნაბიჯების შესრულებაში,” – წერს ვარჰეი.