თორნიკე შენგელია ევრო ლიგის მეექვსე ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა

76
spot_img

„ვირტუსის“ კალათბურთელი თორნიკე შენგელია ევრო ლიგის მეექვსე ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

ქართველმა კალათბურთელმა ანადოლუ ეფესთან 19 ქულა, 5 მოხსნა, 6 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა, რითაც მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი 30-ს გაუტოლდა და ეს ტურში საუკეთესო მაჩვენებელი გამოდგა.

გარდა ამისა, ის სერია „ა“-ს და ევრო ლიგაში ოქტომბრის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.