თითოეული ვაკანსია შეივსება კვირის ბოლომდე -ირაკლი კობახიძე

382
spot_img

საკადრო საკითხებთან დაკავშირებით რამდენიმე გადაწყვეტილება არის მისაღები, მათ შორის ეს ეხება ჯანდაცვის მინისტრს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, პოლიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ლერი ბარნაბიშვილი ინიშნება მაღალ თანამდებობაზე სამინისტროში, შესაბამისი მინისტრი გააკეთებს ამასთან დაკავშირებით განცხადებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, კვირის ბოლომდე გაკეთდება განცხადება ახალ კადრებთან დაკავშირებით.

„ახალ კადრებთან დაკავშირებით კვირის ბოლომდე იქნება ჩემს მიერ გაკეთებული განცხადება. თითოეული ვაკანსია შეივსება კვირის ბოლომდე. ჯერჯერობით არცერთი ადამიანისთვის დღემდე ჯანდაცვის მინისტრობა არ შემითავაზებია, ამის არცერთი პრეცედენტი არ ყოფილა. ჯერჯერობით გვაქვს შიდა სამუშაო პროცესი, ვარჩევთ კანდიდატებს. როგორც კი ჩამოვყალიბდებით გარკვეულ პოზიციებზე, ამის შემდეგ დავიწყებთ შეთავაზებას. რაც შეეხება გუშინდელ მთავრობის სხდომას, ის ინიშნება საჭიროებისამებრ. არ იყო საკითხების ის მოცულობარომელიც ითხოვდა მთავრობის სხდომის ჩატარებას. ყველა მინისტრი მუშაობს ეფექტიანად, შესაბამისად, ისინი გააგრძელებენ მუშაობას“, – განაცხადა კობახიძემ.