პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, პარლამენტი „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს.
როგორც ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, მიიღებენ გამართულ კანონს, რომელიც ევროპული სტანდარტის შესაბამისი იქნება.
„რა თქმა უნდა, პრეზიდენტის ვეტოს დავძლევთ. როგორც აღმოჩნდა, თურმე არ არის დოგმა ის რეკომენდაცია, რაც ვენეციამ მოგვცა და მასაც განსხვავებული წინადადება აქვს წარმოდგენილი. ჩვენია მიზანია, კარგ საარჩევნო კანონს გამართული ადმინისტრირება ჰქონდეს და ცესკო-ს თავმჯდომარე, წევრები მოვალეობას ასრულებდნენ კანონით განსაზღვრული ვადით და არა მუდმივად ექვს-ექვსი თვით, რაც მათი მუშაობის ხარისხის გაუმჯობესებას ხელს არ უწყობს. საუბარია თუ არის იმაზე, რომ ცესკო-ს თავმჯდომარე თავის მუშაობაში თავისუფალი იყოს, ყოველ ექვს თვეში პარლამენტის მიერ არჩევა რომ უწევს და მტკიცება, კიდევ ერთხელ ამირჩიეთო, ეს დამოუკიდებლობის ხარისხს დაბლა სწევს. აქედან გამომდინარე, ვეტოს დავძლევთ, იმ გამართულ კანონს მივიღებთ, რომელიც გვაქვს და თავიდან ბოლომდე ევროპული სტანდარტისაა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის მიერ დამტკიცებულ „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო დაადო.