თენგიზ აბულაძის 100 წლის იუბილე ეროვნული არქივის კინოთეატრში აღნიშნება

73
spot_img

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის კინოთეატრში დღეს კინორეჟისორ თენგიზ აბულაძის დაბადებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კვირეული ნანა ჯანელიძის დოკუმენტური ფილმით – „თენგიზ აბულაძე – ნატვრის ხე” გაიხსნა.

ღონისძიებაზე სტუმრებს წარუდგინეს ქართული კინოს გამორჩეული რეჟისორის ფილმების აფიშების კოლექცია, ასევე, კინოკლასიკოსის შესახებ ნანა ჯანელიძისა და ნინო ნატროშვილის ავტორობით გამოცემული წიგნი – „თენგიზ აბულაძე – ანარეკლები“.

ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, ხოლო პარტნიორები – საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო და საქართველოს ეროვნული არქივი.

ეროვნული არქივის კინოთეატრში მაყურებელი 28-დან 31 იანვრის ჩათვლით იხილავს თენგიზ აბულაძის 6 ფილმს, რომელიც ციფრულად არის რესტავრირებული.

რეტროსპექტივის პროგრამა:

28 იანვარი – 17:00 – ვედრება; 18:30 – „სამკაული ჩემი სერმინაზისათვის“;

29 იანვარი – 18:00 – „ნატვრის ხე“;

30 იანვარი – 18:00 – „მონანიება“;

31 იანვარი – 18:00 – „მაგდანას ლურჯა“; 19:30 – „სხვისი შვილები“.

ინფორმაციას ეროვნული არქივი ავრცელებს.