“დიდმა ბრიტანეთმა, იტალიამ და ფინეთმა გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს დაფინანსება დროებით შეუჩერა” – „როიტერი“

25
spot_img

დიდმა ბრიტანეთმა, იტალიამ და ფინეთმა გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს დაფინანსება დროებით შეუჩერა, – ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ქვეყნებმა დაფინანსება ახლო აღმოსავლეთში გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს მას შემდეგ შეუჩერეს, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ სააგენტოს ზოგიერთი თანამშრომელი ისრაელზე „ჰამასის“ მიერ განხორციელებულ თავდასხმასთან არის კავშირში.

„იტალიის მთავრობამ შეაჩერა გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს დაფინანსება 7 ოქტომბერს ისრაელზე განხორციელებული სასტიკი თავდასხმის შემდეგ“, – განაცხადა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანმა.

მანამდე, გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს დაფინანსება დროებით შეუჩერეს აშშ-მა, ავსტრალიამ და კანადამ.