“თელ-ავივიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირი რეისები სრულდება, ისე, როგორც ბათუმის მიმართულებით” – ლაშა ჟვანია

136
spot_img

თელ-ავივიდან თბილისის მიმართულებით მინიმუმ ორი პირდაპირი რეისი სრულდება, ისე, როგორც ბათუმის მიმართულებით. ზოგიერთ შემთხვევაში თვითმფრინავები პრაქტიკულად ცარიელები მიფრინავენ, – ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ისრაელის სახელმწიფოში ლაშა ჟვანიამ განაცხადა.

მისი თქმით, ისრაელში არ არის ორდინალური ვითარება და ამიტომაც არის საომარი მდგომარეობა გამოცხადებულ

„ისრაელში უკვე სამი კვირაა საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ზოგადად სახიფათოა ყოფნა, ისევე როგორც გადაადგილება. არ არის ორდინალური ვითარება და ამიტომაც არის საომარი მდგომარეობა გამოცხადებული. ღაზის პერიმეტრიდან 7 კილომეტრით ისრაელის საზღვარში, არის ევაკუირებული ზონა, ასევე ევაკუაციის ზონაა ლიბანის საზღვართან 5 კილომეტრით, თუმცა ნებისმიერი, იმ ელემენტარული წესების დაცვა, რაც რეკომენდებულია ისრაელის თავდაცვის სამინისტროს მიერ 100 %-ით არა, მაგრამ დიდი ალბათობით, ამ პერიოდის უსაფრთხოდ გავლის შესაძლებლობაა“ – აღნიშნა ლაშა ჟვანიამ.