თბილისში ორი ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

387
spot_img

თბილისში ორი ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ვარკეთილში მოხდა, რისი მიზეზიც, მეზობლებს შორის ყოფით ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირება გახდა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული, ცხელ კვალზე დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.