რუსეთში, ნავთობის საცავზე დრონით თავდასხმა მოხდა – დეტალები

15
spot_img

რუსეთის ბელგოროდის ოლქში წუხელ ნავთობის საცავზე დრონით თავდასხმა მოხდა, – ამის შესახებ ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი „ტელეგრამზე“ წერს.

მისი ინფორმაციით, ბელგოროდის ოლქის სტარი ოსკოლის ურბანული რაიონის ტერიტორიაზე თავდასხმის შედეგად ნავთობის საცავი დაზიანდა და ერთ-ერთ ავზს ცეცხლი გაუჩნდა.

გუბერნატორის განცხადებით, ხანძარი ლიკვიდირებულია და თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის როსტოვის ოლქში, ნოვოშახტინსკის ნავთობპროდუქტების ქარხანაში აფეთქებების სერია მოხდა და ხანძარი გაჩნდა.