თბილისში, ორბელიანის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

120
spot_img

თბილისში, ორბელიანის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს, რომელიც კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.

მომხდარის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.