![საქართველოს რკინიგზა](https://geotimes.ge/wp-content/uploads/2024/01/saqarthvelos-rkinigza-1068x561.jpeg)
საქართველოს რკინიგზა 27 და 28 იანვარს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს.
როგორც რკინიგზაში განმარტავენ, რეისების დამატების გადაწყვეტილება გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო მიიღეს.
დამატებითი რეისები 27 და 28 იანვარს თბილისიდან 10:25 საათზე გავა, ხოლო ბათუმიდან თბილისის მიმართულებით 17:20 საათზე გამოვა.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია საქართველოს რკინიგზის ვებგვერდის საშუალებით, სწრაფი გადახდის აპარატებით, საქართველოს რკინიგზის სალაროებში, ასევე საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით.