თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაიღუპა.
შემთხვევა თემქაზე მოხდა, ერთმანეთს მოპედი და სატვირთო მანქანა შეეჯახნენ, რის შედეგადაც მოპედის მძღოლი ადგილზე დაიღუპა.
მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.