“მიმდინარე წელი უნდა იყოს ყველა აუცილებელი ნაბიჯის გადადგმის დრო, რათა ჩვენი გამარჯვება რუსულ ტერორზე რეალური გახდეს”

16
spot_img

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამი ზღვის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების აუცილებლობას.

„მიმდინარე წელი უნდა იყოს ყველა აუცილებელი ნაბიჯის გადადგმის დრო, რათა ჩვენი გამარჯვება რუსულ ტერორზე რეალური გახდეს. [ეს] შესაძლებელია. მაგრამ ეს შესაძლებელია მხოლოდ ერთიანობით – ჩვენი და ყველა პარტნიორის – და იმ პირობით, რომ რეალობა შეესაბამება თქვენთან მიღწეულ განცხადებებსა და შეთანხმებებს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსული რაკეტები უკრაინას ყოველდღიურად უმიზნებენ და „ყოველდღე გვესმის, რომ უკრაინას საჰაერო თავდაცვის ახალ სისტემებს მიაწვდიან“.