“დონალდ ტრამპმა შესაძლოა, ნატო-ს ქვეყნების ორ კატეგორიად დაყოფა განიხილოს” – „სიენენი“

49
spot_img

დონალდ ტრამპმა შესაძლოა, ნატო-ს ქვეყნების ორ კატეგორიად დაყოფა განიხილოს, – ამის შესახებ „სიენენი“ ამერიკელი და ევროპელი დიპლომატების საუბრებზე დაყრდნობით წერს.

ამერიკული ტელეკომპანიის ინფორმაციით, სტრუქტურა ნიშნავს, რომ ნატო-ს ქვეყნები, რომლებიც არ ხარჯავენ მთლიანი შიდა პროდუქტის ორ პროცენტს თავდაცვაზე, შესაძლოა, ალიანსის მეორე დონეზე მოხვდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი არ იქნებიან დაცული ნატო-ს მე-5 მუხლით. ეს მუხლი გარანტიას იძლევა, რომ მთელი ალიანსის რესურსები შეიძლება, გამოყენებულ იქნას რომელიმე წევრი ქვეყნის დასაცავად, თუ მას თავს დაესხმებიან.

„სიენენი“ წერს, რომ ევროპელი დიპლომატები ვაშინგტონში ყურადღებით ადევნებენ თვალს მიმდინარე მოვლენებს, როდესაც 12 აპრილს, დონალდ ტრამპი ხვდება კონგრესის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელ სპიკერს, მაიკ ჯონსონს.