თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გიორგი ხასაიას და აკაკი ჩიქობავას სასამართლო პროცესი ჩაინიშნა

28
spot_img

პროკურატურის მოთხოვნით, თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 18:30 საათზე გიორგი ხასაიას და აკაკი ჩიქობავას სასამართლო პროცესი ჩაინიშნა.

ხასაიასა და ჩიქობავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 25 იანვარს შეეფარდათ. სააპელაციო სასამართლომ კი გუშინ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

ისინი 23 იანვარს, კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლებისას მიმდინარე პროტესტის დროს დააკავეს. გამოძიება ხასაიასა და ჩიქობავას აღსრულების პოლიციის მანქანის დაზიანებას ედავება.