„ქალები ერთმანეთისთვის“ – „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციამ, თბილისის საკრებულოში ღონისძიება გამართა

21
spot_img

„ქალები ერთმანეთისთვის“. ამ სახელწოდებით,„ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციამ, თბილისის საკრებულოში ღონისძიება გამართა.

ღონისძიებას დაესწრნენ ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული თბილისის ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის ბენეფიციარები.

შეხვედრა ქართველ და ებრაელ ქალთა მსოფლიო ასოციაცია „ეს თასთან“ თანამშრომლობით შედგა.

ღონისძიების მონაწილე ორგანიზაციები შეთანხმდნენ, რომ პოზიტიური ურთიერთ თანამშრომლობა ქალთა ორგანიზაციასა და ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარს შორის კვლავ გაგრძელდება.