თბილისი მორიგი გრანდიოზული კონცერტისთვის ემზადება

190
spot_img

ხვალ საქართველოს ბრუნო მარსი ეწვევა. „სთარინგ ჯორჯიას“ ფარგლებში თბილისი მორიგი გრანდიოზული კონცერტისთვის ემზადება.

ბრუნო მარსი კონცერტს „დინამო არენაზე“ გამართავს და ორ საათს გაგრძელდება. ორგანიზატორების განცხადებით, მსგავსი სანახაობრივი კონცერტი ამიერკავკასიაში ჯერ არ ჩატარებულა.

პირველ ოქტომბერს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ღამის ორ საათამდე იმუშავებს.