,,უკრაინამ იარაღისა და ჭურვების წარმოება დაიწყო”- ზელენსკი

225
spot_img

უკრაინამ იარაღისა და ჭურვების წარმოება დაიწყო. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ მრეწველობის საერთაშორისო ფორუმზე განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ამჟამად პარტნიორებთან წარმოების გაფართოებაზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები. უკრაინული მხარე სპეციალურ პირობებს სთავაზობს იმ კომპანიებს, რომლებიც თავდაცვის მრეწველობაში ინვესტიციების ჩადებით არის დაინტერესებული.