ჩვენ ვიცავთ თავს, ვუძლებთ, ჩვენი სული არ ნებდება და იცის, რომ სიკვდილის აცილება შესაძლებელია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „აღდგომის“ დღესასწაულთან დაკავშირებით გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა.
„ვულოცავ უკრაინელებს და ყველა ქრისტიანს, ვინც დღეს აღდგომას აღნიშნავს. ეს არის დღესასწაული, რომელიც გვახსენებს სულის ძალას, რომელიც სიბნელის გამარჯვებას არ დაუშვებს. არ დაუშვებს ნების დაჩრდილვას. ის აერთიანებს ოჯახებს, ერებს და კონტინენტებს“, – აღნიშნულია უკრაინის პრეზიდენტის სააღდგომო მილოცვაში.
მისი თქმით, რუსები ყოველდღე ცდილობენ, უკრაინელების ცხოვრების განადგურებას.
„ახლა არ არსებობს ღამე და დღე, როდესაც რუსული ტერორი არ ცდილობს ჩვენი ცხოვრების დანგრევას. წუხელ მათ ხალხის წინააღმდეგ კვლავ ისროლეს რაკეტები და Shahed-ის დრონები. მაგრამ ჩვენ თავს ვიცავთ, ვუძლებთ, ჩვენი სული არ ნებდება და იცის, რომ სიკვდილის აცილება შესაძლებელია. სიცოცხლეს შეუძლია გაიმარჯვოს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.