საფრანგეთში დააკავეს 62 წლის ეგვიპტის მოქალაქე, რომელიც ეჭვმიტანილია პარიზის ღვთისმშობლის ტაძარზე თავდასხმის მომზადებაში – ამის შესახებ, Le Journal de Dimanche იტყობინება.
გამომძიებლების თქმით, მამაკაცს, რომელიც მარტის დასაწყისში დააკავეს, კონტაქტი ჰქონდა ISIS-ის ტერორისტებთან. მოგვიანებით მას ბრალი წაუყენეს ტერორისტული საზოგადოების საქმიანობაში მონაწილეობისთვის.