ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ ლიდერებთან ერთად იმერეთის რეგიონში პარტიულ აქტივს შეხვდა

14
spot_img

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი, პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები იმერეთის მხარის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდნენ.

შეხვედრას დაესწრო სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძე.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის და პარტიის ლიდერების შეხვედრები რეგიონებში 2 მარტს დაიწყო. შეხვედრები გაიმართა აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის და გურიის მხარეში. ღარიბაშვილი პარტიულ აქტივს 100 დღის განმავლობაში 10 რეგიონში შეხვდება.