თავდაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს

31
spot_img

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ე.წ. რამშტაინის ჯგუფის მე-19 შეხვედრას უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები და უმაღლესი რანგის ოფიციალური პირები დაესწრნენ.

საერთაშორისო ჯგუფის პირველი შეხვედრა 2022 წლის აპრილში გაიმართა.

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.