,,შეტევითი მოქმედებებიდან თავდაცვითი ოპერაციის ჩატარებაზე გადავედით”- ალექსანდრ სირსკი

38
spot_img

შეტევითი მოქმედებებიდან თავდაცვითი ოპერაციის ჩატარებაზე გადავედით, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლმა, ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა.

როგორც სირსკიმ აღნიშნა, უკრაინამ უნდა გააუმჯობესოს ტაქტიკა.

„თავდაცვითი ოპერაციის მიზანია მოწინააღმდეგის ძალების გამოფიტვა, მათთვის მაქსიმალური დანაკარგების მიყენება, ჩვენი სიმაგრეების გამოყენება, ტექნიკური თვალსაზრისით ჩვენი უპირატესობების, კერძოდ, უპილოტო საფრენი აპარატების და ელექტრონული ომის საშუალებების. ჩვენ უნდა გავაუმჯობესოთ ჩვენი ტაქტიკა. მთავარი ღირებულება ჩვენი ჯარისკაცების და ოფიცრების სიცოცხლეა, იმ ქვედანაყოფების, რომლებიც ასრულებენ საბრძოლო მისიებს. ჩვენ არ შეგვიძლია, გვქონდეს იგივე დამოკიდებულება, როგორც რუსებს აქვთ. მირჩევნია რომელიმე პოზიციის დატოვება, ვიდრე დავუშვა მთელი პირადი შემადგენლობის დაღუპვა“, – განაცხადა სირკიმ.