თალიბანმა ჩრდილოეთ ავღანეთის სარიპულის პროვინციის სტადიონზე საჯაროდ 63 ადამიანი, მათ შორის ქალები გაროზგვით დასაჯა.
თალიბანის უზენაესმა სასამართლომ ოფიციალურ განცხადებაში დაადასტურა 63 ადამიანის, მათ შორის 14 ქალის საჯარო გაროზგვა. დაშავებულებს ბრალი ედებოდათ სოდომიაში, ქურდობასა და ამორალურ ურთიერთობებში. მომხდარი გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ დაგმო.
„ავღანეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ გუშინ სარიპულში 63 ადამიანი საჯაროდ გაროზგა. UNAMA გმობს ფიზიკურ დასჯას და მოუწოდებს მათ, პატივი სცენ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ვალდებულებებს“. – დაიწერა ავღანეთში გაეროს მხარდაჭერის მისიის (UNAMA)-ს სოციალურ ქსელში.