კოპენჰაგენში დანიის პრემიერ-მინისტრს, მეტე ფრედერიქსენს თავს დაესხნენ.
როგორც ადგილობრივი მედია წერს დანიის პრემიერ-მინისტრს, მეტე ფრედერიქსენს კოპენჰაგენში მამაკაცმა სცემა.
“პრემიერ-მინისტრი შოკირებულია მომხდარით, მაგრამ დამატებითი კომენტარი არ აქვს”, – განაცხადეს დანიის პრემიერ-მინისტრის ოფისში.
მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ თავდამსხმელი ფრედერიქსენს კოპენჰაგენში, კულტორვეტზე დაესხა თავს და დაარტყა. მედიის ცნობით, თავდამსხმელი დაკავებულია.
მეტე ფრედერიქსენზე თავდასხმის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა დანიის გარემოს დაცვის მინისტრმა, მაგნუს ჰეინიკემ.
“დანიის პრემიერ-მინისტრს, მეტე ფრედერიქსენს დღეს კოპენჰაგენში, კულტორვეტზე მამაკაცი დაესხა თავს და სცემა. მეტე შოკირებულია თავდასხმით. მსგავსი რამ არ უნდა ხდებოდეს ჩვენს ლამაზ, უსაფრთხო და თავისუფალ ქვეყანაში. ჩვენ ყველას გვაქვს პასუხისმგებლობა, ვიზრუნოთ ერთმანეთზე და იმ ღირებულებებზე, რომლებზეც ჩვენი ქვეყანაა აგებული. პოლიციამ თავდასხმისთვის მამაკაცი დააკავა. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. ვიზრუნოთ ერთმანეთზე. მიუხედავად პოლიტიკური უთანხმოებისა, საარჩევნო კამპანიისა და ა.შ. ეს მიუღებელია. ვაჩვენოთ, რომ დანია ბევრად უკეთესია”,- წერს მაგნუს ჰეინიკე “ტვიტერზე”.