კვირა, ივნისი 4, 2023
spot_img
HomeT0P სიახლეები"სააკაშვილს უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე" - რატი ბრეგაძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

“სააკაშვილს უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე” – რატი ბრეგაძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

spot_img

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, გამოქვეყნდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, სააკაშვილს უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე:

„დღეს გამოქვეყნდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს საქმეზე „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე და სახელმწიფოს არ დაევალა მისი ქვეყნის შიგნით სამკურანლოდ გადაყვანა სხვა დაწესებულებაში“,- განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი 11 აპრილს გადააგზავნეს. ადვოკატები მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას და უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვდნენ.

spot_img
მსგავსი სიახლეები
- რეკლამა -
Google search engine

TOP სიახლეები