სტოლტენბერგი ნამდვილად არ ყოფილა ჩამოსული იმისთვის, რომ აქ მეორე ფრონტის გახსნაზე ესაუბრა – ეს ზღაპარი და დეზინფორმაციაა -მდინარაძე

43
spot_img

სტოლტენბერგი ნამდვილად არ ყოფილა ჩამოსული იმისთვის, რომ აქ მეორე ფრონტის გახსნაზე ესაუბრა. ეს ზღაპარია და დეზინფორმაციაა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ხშირად დროში რუსულ ინტერესებს ოპონენტების ქმედებები ემთხვევა-ხოლმე. მათ საპირისპიროდ კი მმართველი გუნდი ქვეყანაში პრაგმატულ პოლიტიკას ახორციელებს.

„როგორ შეიძლება სტოლტენბერგს მეორე ფრონტის გახსნა უნდოდეს?! სტოლტენბერგი ნამდვილად არ ყოფილა ჩამოსული იმისთვის, რომ აქ მეორე ფრონტის გახსნაზე ესაუბრა. ეს ზღაპარია და დეზინფორმაციაა. შესაბამისად, ეს უნდა მას, ვინც ამისკენ მოგვიწოდებდა – მათ შორის, უკრაინის კონკრეტული ხელისუფლების წარმომადგენლები; მათ შორის, ის ადამიანები აქ ბომბების წვიმა რომ ერჩივნათ; შესაძლებლობის ფანჯარა რომ იყო და აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე საუბრობდნენ. ამ ხალხის განცხადებები გახსოვთ თუ არა? ანუ, ასეთი მოწოდებები ხომ ყოფილა“, – მიმართა მდინარაძემ ჟურნალისტებს.