“მოვუწოდებთ ფრანგულ მხარეს, ისწავლოს გაკვეთილი საკუთარი ისტორიიდან, არ ჩაერიოს აზერბაიჯანის საშინაო საქმეებში” – აზერბაიჯანის საგარეო უწყება

39
spot_img

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ფრანგულ მხარეს, ისწავლოს გაკვეთილი საკუთარი ისტორიიდან, არ ჩაერიოს აზერბაიჯანის საშინაო საქმეებში და შეწყვიტოს პროვოკაციული განცხადებები – ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, აიჰან გაჯიზადემ განაცხადა.

აზერბაიჯანის საგარეო უწყების წარმომადგენლის თქმით, აზერბაიჯანი მკაცრად გმობს საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის, გაბრიელ ატალის უსაფუძვლო განცხადებებს აზერბაიჯანის წინააღმდეგ, რომელიც ცალმხრივად იცავს სომხეთს.

აიჰან გაჯიზადეს თქმით, ყარაბაღში 2023 წლის სექტემბერში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაცია შეესაბამება საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს, ასევე გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის დებულებებს, რომლის მუდმივი წევრია საფრანგეთი.

„აბსურდია, რომ საფრანგეთი, რომელიც არ აპროტესტებდა სომხურ აგრესიას და აზერბაიჯანის ტერიტორიების ოკუპაციას, რომელიც თითქმის 30 წელი გაგრძელდა, სომხეთის მიერ ამჟამად ოკუპირებულია რვა აზერბაიჯანული სოფელი, აზერბაიჯანს უსაფუძვლოდ ადანაშაულებს ძალის გამოყენებაში.კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ფრანგულ მხარეს, ისწავლოს გაკვეთილი საკუთარი ისტორიიდან, არ ჩაერიოს აზერბაიჯანის საშინაო საქმეებში და შეწყვიტოს პროვოკაციული განცხადებები“, – განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, გაბრიელ ატალმა საფრანგეთში სომხური ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოს ყოველწლიურ ვახშამზე სიტყვით გამოსვლისას გააკრიტიკა რუსეთის დამოკიდებულება, რომელიც არ გმობდა აზერბაიჯანის მიერ ძალის გამოყენებას ყარაბაღში.