“ევროპელებისთვის საუბარი არ არის დონბასისთვის სიკვდილზე, საუბარია უკრაინის დახმარებაზე, რომ უკრაინელები არ დაიხოცონ დონბასში”

61
spot_img

ომი ევროპაში გარდაუვალი არ არის, ევროპელებისთვის საუბარი არ არის დონბასისთვის სიკვდილზე, საუბარია უკრაინის დახმარებაზე, რომ უკრაინელები არ დაიხოცონ დონბასში, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის სამიტზე განაცხადა.

ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, რუსეთის შეჭრის შემდეგ, ბოლო ორ წელიწადში ევროკავშირის მხრიდან უკრაინის დახმარება 31 მილიარდ ევროს აღწევს.

ბორელმა ასევე აღნიშნა, რომ არ ღირს ხალხის შეშინება, რომ ომი გარდაუვალია.

„ევროპელების მიმართ მოწოდება სიფხიზლისკენ იმ გამოწვევებზე, რომლებიც ჩვენ წინაშე დგას, სწორია, მაგრამ არ უნდა იყოს გაზვიადებული: ომი გარდაუვალი არ არის. მესმის განცხადებები ომის გარდაუვალობაზე. ჩვენ ვცხოვრობთ მშვიდობიანად, მხარს ვუჭერთ უკრაინას და არ ვართ ამ ომის ნაწილი, მაგრამ ჩვენ უნდა მოვემზადოთ მომავლისთვის, გავზარდოთ ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობები. არ არის საჭირო ხალხის შეშინება იმით, რომ ომი გარდაუვალია. უკრაინის მხარდაჭერის აუცილებლობა არის გარდაუვალი. ეს არ არის დონბასისთვის სიკვდილი, ეს არის უკრაინელების დახმარება, რომ ისინი არ დაიხოცონ დონბასში“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.