სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

167
spot_img

სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა.

მედიის ინფორმაციით, მომხდარის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ამასთან, მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს რვა ადამიანი. სტამბოლის გუბერნატორის, დავით გიულის განცხადებით, ორი პირის მდგომარეობა მძიმეა.

საცხოვრებელი კორპუსის დანგრევის მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

თურქეთის ურბანიზაციის მინისტრის, მეჰმედ ოჟასეკის თქმით, საცხოვრებელი კორპუსი სტანდარტების დაცვით იყო აშენებული, თუმცა შემდეგ უკანონოდ დააშენეს რამდენიმე სართული.

ამავდროულად, თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკაიამ განაცხადა, რომ დაკავებულია ორი ადამიანი – შენობის მეპატრონე და პირველ სართულზე მდებარე რესტორნის მფლობელი.