სისხლისმსმელი ბარბაროსი სახელად ნეთანიაჰუ, რომელსაც რეგიონი და მთელი მსოფლიო კატასტროფამდე მიჰყავს, უნდა შეაჩერონ – ერდოღანი

132
spot_img

ნეთანიაჰუს ჩვენი რეგიონი, მთელი მსოფლიო კატასტროფამდე მიჰყავს, ის უნდა შეჩერდეს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

ერდოღანის თქმით, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა უნდა შეწყვიტოს პალესტინის წინააღმდეგ ხანგრძლივი კამპანია და რეგიონული არეულობის დათესვა.

„ეს ბარბაროსი, ავაზაკი და გაუმაძღარი სისხლისმსმელი, სახელად ნეთანიაჰუ, რომელსაც ჩვენი რეგიონი და მთელი მსოფლიო კატასტროფამდე მიჰყავს, უნდა შეჩერდეს“, – განაცხადა ერდოღანმა.

ერდოღანის განმარტებით, ანკარამ უზრუნველყო, რომ დანარჩენმა მსოფლიომ ნათლად დაინახოს ის „ბარბაროსობა“, რაც ღაზაში ხდება.

„თურქეთი ყველა პლატფორმაზე აპროტესტებს ჩაგვრას, ხოცვა-ჟლეტას და უსამართლობას, რომელიც 76 წელია, გრძელდება. ჩვენ მთელი ძალით ვდგავართ პალესტინელ ხალხთან“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის განმარტებით, „ჰამასს“ პოზიტიური მიდგომა აქვს აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ღაზაში ომის დასასრულებლად წარდგენილი გეგმის მიმართ.

„„Ჰამასმა“ გამოაცხადა თავისი პოზიტიური მიდგომა პრეზიდენტ ბაიდენის ბოლო წინადადების, ისევე როგორც მისი წინა წინადადების მიმართ, თუმცა ნეთანიაჰუს პასუხი იყო სისხლისღვრის, ხოცვა-ჟლეტის, ოკუპაციისა და გენოციდის პოლიტიკის ინტენსივობის გაზრდა“, – აღნიშნა ერდოღანმა.

ერდოღანის თქმით, თურქეთის მიერ ღაზაში გაგზავნილი დახმარება უწყვეტად გრძელდება და ისინი გააგრძელებენ მუშაობას ყველა ფრონტზე, რათა მეტი ეკონომიკური ზეწოლა მოახდინონ ისრაელზე.

„ჩვენ მჭიდრო დიალოგში ვართ „ჰამასთან“ და პალესტინის მთავრობასთან. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს პალესტინის სახელმწიფოს აღიარების მცდელობებს. ესპანეთთან, ირლანდიასა და ნორვეგიასთან ერთად, პალესტინის ამღიარებული ქვეყნების რაოდენობამ 147-ს მიაღწია. პალესტინის აღიარების გაძლიერება იქნება ერთ-ერთი ყველაზე დადებითი პასუხი ისრაელის საოკუპაციო და ჩაგვრის პოლიტიკაზე“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.