სკოლებში ამ დროისთვის საეჭვო არაფერია აღმოჩენილი -სუს-ი

115
spot_img

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ოპერატიული სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე სკოლაში მიმდინარეობს.

მათივე ცნობით, სკოლების ნაწილში მუშაობა უკვე დასრულდა, ნაწილში კი გრძელდება.

სუს-ის ინფორმაციით, იარაღი ან ასაფეთქებელი მოწყობილობა ამ დროისთვის არც ერთ სკოლაში არ არის აღმოჩენილი.

არსებული ინფორმაციით, ოპერატიული სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებები ტელეგრამარხებით გავრცელებულ მუქარის შემცველ შეტყობინებებს უკავშირდება.

როგორც  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში  სუს-ში “ჯორჯიან თაიმსს განუცხადეს  „შესაბამისი სამსახურები ახორციელებენ პროტოკოლით გათვალისწინებულ ყველა გადაუდებელ და საჭირო ღონისძიებას”.

სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, შეიქმნა რუსულენოვანი „ტელეგრამ“ არხი, სადაც თბილისის სკოლებში ტერაქტების თაობაზე მუქარის შემცველი ინფორმაცია გავრცელდა